საქართველოს მოპარული ჩვილები – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ბრიტანულმა BBC-იმ ქვეყანაში ბავშვების ყიდვა-გაყიდვის უმძიმესი პრაქტიკის შესახებ მოამზადა. სხვათაშორის, ამ ფილმის ქართული პრემიერა “მთავარი არხის” ეთერში შედგება, მანამდე კი ის ხელმისაწვდომი მხოლოდ BBC World Service-ის youtube-არხზეა.
სქემამ და მისმა ჯოჯოხეთურმა მასშტაბებმა კი გამოაშკარავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ საკუთარი ბავშვობის შესახებ დასვა უხერხული შეკითხვები და ბიოლოგიური დედის ძებნა დაიწყო. ძალიან მალე გამჟავნდა უამარავი შემთხვევა, გამოჩნდნენ სხვადახვა თაობისა და სხვადასხვა რეგიონში მიმოფანტული ადამიანები მსგავსი რთული ისტორიებითა და საერთო მიზნით, რომელმაც თავი მოიყარა Facebook-გვერდზე: “ვეძებ”.
აღმოჩნდა, რომ ათწლეულების განმავლობაში ბავშვების ყიდვა-გაყიდვის მსხვერპლი 100 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, და რაც ყველაზე მძიმეა, ხშირად ისინი ბიოლოგიურ მშობლებს მოსტაცეს, თითქოს მშობიარობისას ნგარდაიცვალნენ, და გაყიდეს.
დღემდე ამ მასშტაბების დანაშაულის მიუხედავად, სავარაუდო დამნაშავეები და სქემის მფარველები, პასუხისგებაში არავის მიუცია და არც გამოძიების ბოლომდე მიყვანა უცდია ვინმეს. მიუხედავად იმისა, რომ აქტორებიც, სამშობიაროებიც და მთავარი პერსონებიც გამოკვეთილი და დადგენილია. მათ კი, ვინც ეძებს, ისღა დარჩენიათ, ძიება საკუთარი ძალისხმევით გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მათ საკუთარი წარსულის გამოკვლევის მინიმალურ შანსს უტოვებს.