“პოლიტიკურად ბეცო, უცოდინარო და უტვინო” – ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე

“პოლიტიკურად ბეცო, უცოდინარო და უტვინო” – ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დღესაც ტრადიციული ხმაურით და დაპირისპირებით გაიხსნა. ერთმანეთი ისევ “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა გალანძღეს.

ჩხუბის მიზეზი ამჯერად “ტვ პირველის” ეთერში გასული რეპორტაჟი გახდა, სადაც საუბარი ბაღებში ვადაგასული ხორცის შეტანას ეხებოდა. საკითხი ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თათია ნიკოლაიშვილმა წამოჭრა, თუმცა “ოცნებამ” ამ ამბის გადაფარვას ჩხუბით სცადა. საბოლოდ კი თავი იმით იმართლეს, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი ხორცი რეალურად უვარგისი არ იყო და დოკუმენტებში ტექნიკური ხარვეზი გაეპარათ.

ასევე კითხვები დაისვა გურიაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რომლის გამოც გზების დიდი ნაწილი დღემდე გაფუჭებულია, ამიტომ ბავშვებს სკოლამდე გადაადგილებაც კი უჭირთ. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა არც დღეს უპასუხეს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას უკვე დიდი ხანია აწუხებს.

სხდომაზე ხმაური მას შემდეგ შეწყდა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share