ვიხილავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ენმ-ს თავმჯდომარედ – გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ კითხვას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე პირდაპირ არ პასუხობს და ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის პარტიის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნის შესახებ არც უარყოფს და არც ადასტურებს.
კირკიტაძე ამბობს, რომ ენმ-ში ყველას გაუხარდება, თუ მიხეილ სააკაშვილს ისეთი შესაძლებლობები ექნება, რაც აქვთ სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ამ ქვეყანაში.
”ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავმჯდომარეც, ლიდერიც და ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც აქვთ სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ამ ქვეყანაში. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც და ქვეყნისთვის”, – განაცხადა კირკიტაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ახალი გზავნილი გაავრცელა “ვივა მედიდან” და განაცხადა, რომ “ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გააგდებინებს”.