ივანიშვილმა ერთი გადააბა ჩრდილში, მეორე გადმოიყვანა წინა პლანზე – გუგავა ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებაზე

ივანიშვილმა პირადი ახირების გამო, ერთი გადააბა ჩრდილში, მეორე გადმოიყვანა წინა პლანზე – ასე ეხმაურება სამთავრობო ცვლილებებს “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა.

გუგავა “ოცნების” დრევანდელ ყრილობას ტრაგი-კომიკურს უწოდებს და გადაცემა “რეაქციის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ “დრეს საზოგადოებამ ნახა ხელოვნური თოჯინები როგორ უმღეროდნენ მამა-მარჩენალს პოლიქრონიონს”.

”დღევანდელი დღე იყო ტრაგიკულ-კომიკური. კომიკური იყო თავისი შინაარსით, როდესაც მოაწყვეს კლოუნადა და პოლიქრონიონი უმრერეს მამა-მარჩენალს, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რა თანამდებობაზე დაინიშნება თოჯინები. ამას იგივე მნიშვნელობა აქვს, ბიძინამ კენიაში რომ მოსთხარა ბაობაბები და ჭორვილაში დარგო, ან ერთი ზებრა ერთი ვოლიერიდან მეორეში გადაიყვანა. ერთი აუშვა, მეორე გადააბა ღობის იქით. ასეთი შინაარსი ჰქონდა დაახლოებით დღევანდელ დღეს. ხოლო ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური სამართლებრივი სისტემა, ივანიშვილა პრაქტიკულად მოგუდა და გააუქმა. ჩვენი ქვეყანა მიტაცებულია ერთი პირის მიერ, გადაქცეულია მის პირად შპს-დ და დრეს უბრალოდ მენეჯერები გამოცვალა, არა რაიმე პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პირადი ახირების გამო, ერთი გადააბა ჩრდილში, მეორე გადმოიყვანა წინა პლანზე.

დღეს ჩვენ ვუყრუებდით ხელოვნურ თოჯინებს ,როგორ უკრავდნენ ტაშს და როგორ უმღეროდნენ მამა-მარჩენალს პოლიქრონიონს. ამაზე დიდი უებდურება რა უნდა იყოს”,- განაცხადა გიორგი გუგავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share