ახლა რასაც ვუყურებ, ჩემთვის არის ძალიან კომიკური, არასერიოზული, არაადეკვატურ. მგონია, რომ ეს თემები ნელ-ნელა გადავა იუმორისტული გადაცემების სივრცეებში, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ ტელევიზიით ეთერში განაცხადა.
„მე არ ვიცი ივანიშვილი რას გეგმავს. მიმაჩნია, რომ თუ ის ადეკვატურად მიუდგებოდა ამ პროცესს, არ უნდა დაბრუნებულიყო, ის უნდა დარჩენილიყო იქ, სადაც იყო, ანუ პოლიტიკური პროცესების მიღმა. ახლა რასაც ვუყურებ, ჩემთვის არის ძალიან კომიკური, არასერიოზული, არაადეკვატურ. მგონია, რომ ეს თემები ნელ-ნელა გადავა იუმორისტული გადაცემების სივრცეებში, ვიდრე პოლიტიკური ანალიზის სივრცეში, იმიტომ რომ ერთხელ დაბრუნდა, მეორედ დაბრუნდა. იმ დაბრუნებამ რა მოიტანა, ამ დაბრუნებამ რა შეიძლება მოიტანოს… გასაგებია, რომ საარჩევნო პროცესისთვის უნდა მოემზადო, მაგრამ სიახლეების გარეშე საარჩევნო პროცესები არ შეიძლება”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.