გურიის მოამბე

მთავარსარდლის შემდეგ, ზელენსკიმ გენერალური შტაბის უფროსიც შეცვალა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შეცვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის უფროსი, სერგეი შაპტალაც შეცვალა.

ვოლოდიმირ ზელენკის გადაწყვეტილებით, გენშტაბის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დაინიშნა.

„დღეს შეხვედრები გავმართე უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მეთაურთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან. შეხვედრების შედეგების მიხედვით: პირველი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შეცვლა. მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალას ომის ამ ორი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მის განცხადებით, გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი ალექსანდრ სირსკის წინადადებით დანიშნა. ზელენსკის განცხადებითვე, სირსკის ეყოლება ახალი მოადგილეები, რომლებიც მან თავად შეარჩია.

ბარგილევიჩი ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაური იყო.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად  გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი დანიშნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights