გაეროს სათავო ოფისის ქვეშ ჰამასის სამხედრო ობიექტი აღმოვაჩინეთ – ისრაელი

ისრაელის ინფორმაციით, სამხედროებმა გაეროს სათავო ოფისის ქვეშ აღმოაჩინეს ჰამასის სამხედრო ობიექტი, რომელსაც საკომუნიკაციო ცენტრად იყენებდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

რაც შეეხება გაეროს ოფისს, საუბარია იმ ოფისზე რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა.

მედია წერს, რომ მიწისქვეშა ცენტრი დაკომპლექტებული იყო პირადი ელექტრო ქვესადგურით, კვების ბლოკებით და საცხოვრებელი ფართებით, რომლებიც განკუთვნილი იყო ტერორისტებისთვის – ისინი კომპიუტერულ სერვერებს მართავდნენ.

აღმოჩენილი ობიექტის საჩვენებლად ისრაელმა ადგილზე ჟურნალისტებიც მიიწვია, სამხედროებმა მედიების წარმომადგენლებს ტერიტორია დაათვალიერებინეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share