აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე უკვე 85 წლისაა.
რუსული მედიის ცნობით, ასლან აბაშიძე ამჟამად სააქციო საზოგადოება „ლეგენდას“ ხელმძღვანელობს, რომლის სათაო ოფისი მოსკოვში, ზვენიგოროდსკის ქუჩაზე მდებარეობს.
ასლან აბაშიძე ერთ-ერთია ყველაზე ხანდაზმულ საერთაშორისო ძებნილთა შორის.
აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2004 წლიდან იძებნება.
ის საქართველოდან აჭარის რევოლუციის დროს 2004 წლის 6 მაისს გაიქცა.
2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აჭარის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით წარიმართა. მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში, უფლებამოსილების გადამეტებაში, გამომძალვაში, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში.
აჭარის ყოფილ მმართველის პირადი ცხოვრება შეიძლება ბევრ მამაკაცს შეშურდეს.
ასლან აბაშიძემ საყვარელ ქალზე 2019 წელს იქორწინა, როდესაც 81 წლის იყო.
ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.
წყვილს 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი – ალექსანდრე შეეძინა.