ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმას უკრაინელი პროკურორი, მისი ქმარი და 3 მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა

შაბათს ღამით, რუსული ძალების მიერ ხარკოვზე მომხდარ თავდასხმას ჩუგუევის რაიონული პროკურატურის განყოფილების პროკურორი ოლგა პუტიატინა, მისი ქმარი და სამი შვილი ემსხვერპლა. მათგან, უფროსი 7 წლის, მეორე 4 წლის, ხოლო ყველაზე პატარა – 10 თვის ჩვილია.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, დნმ-ის ნიმუშებით ცხედრები უკვე იდენტიფიცირებულია.

ოლგა პუტიატინა 35 წლის იყო და ხარკოვის ოლქის პროკურატურაში 2012 წლიდან მუშაობდა. თავდასხმის დროს, ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.

ოკუპანტებმა გასულ ღამეს ხარკოვზე “შაჰიდის” დრონებით მიიტანეს იერიში.

5 სულიანი ოჯახის გარდა, დაღუპულია კიდევ 2 ადამიანი – 66 და 65 წლის ცოლ-ქმარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share