ევროკავშირი ამზადებს სანქციებს ჩინეთის, ყაზახეთის, სერბიის და სხვა ქვეყნების სამხედრო და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან ომის ძალისხმევაში – ამ ინფორმაციას ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.
მნიშვნელოვანი პროდუქციის, მათ შორის მიკროპროცესორების მესამე, მეგობრულ ქვეყნებზე – მაგალითად ჩინეთზე – გადატანით რუსეთმა მოახერხა გადაელახა ევროკავშირის და აშშ-ის ტექნოლოგიური სანქციები, რომელთა მიზანი იყო მისი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის შეფერხება.
დასავლეთი ამ დრომდე თავს იკავებდა მესამე ქვეყნებში კომპანიების მიზანში ამოღებაზე, შეშფოთების ფონზე, რომ ეს ამ ქვეყნების ლიდერების გაუცხოებას გამოიწვევდა – და უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებდა. მაგრამ რუსეთი აძლიერებს რაკეტების და სხვა იარაღის წარმოებას დასავლეთში დამზადებული ჩიპებით და ბრიუსელსა და ვაშინგტონზეც მატულობს ზეწოლა მოქმედებისკენ.
24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, და ევროკავშირი აპირებს ამ თარიღამდე გამოაცხადოს რუსეთთან დაკავშირებული მე-13-ე პაკეტი, რომელიც მიზანში იღებს ექვსი ქვეყნის კომოპანიებს – წერია დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.
სამიზნეები მოიცავს ოთხ ფირმას ჩინეთში და თითო-თითოქს ყაზახეთში, სერბიაში, ინდოეთში, სინგაპურში, შრი ლანკაში, ტაილანდში და ნატოს წევრ თურქეთში. საერთო ჯამში სიაში 21 კომპანიაა, და დანარჩენები რუსეთში არიან განთავსებულნი.
სია საბოლოო არაა, მას დამტკიცებამდე შესაძლოა დაემატოს, ან გამოაკლდეს კომპანიები.
რადიო თავისუფლება