მივმართავ პრეზიდენტსა და მთავრობას, გადაიყვანონ სააკაშვილი უკრაინაში – იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მთავრობას პოლიტიკური პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს.

იასკო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილს საშინელ ფაქტად აფასებს და წერს, იმისათვის, რომ პუტინის ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას საჭიროა, იგი უკრაინაში გადაიყვანონ.

”გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი! მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს მთავრობას. დროა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გადაიყვანოთ. მე ამ შეტყობინებას უსაფრთოხოების კონფერენციიდან ვწერ, რომელიც მიუნხენში იმართება და ახლახან გავიგეთ ალექსეი ნავალნის საშინელი სიკვდილის შესახებ. აქედან გამომდინარე, მე ამ შეტყობინებას საქართველოში მყოფ ავტორიტეტებს ვუგზავნი. დროა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში წავიდეს. მას სჭირდება, რომ უკრაინაში შესაძლო სხვადასხვა პირობებში გადაიყვანონ. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, მაგრამ ის რჩება, რომ ის არ უნდა მოკვდეს და ის უნდა იყოს თავისუფალი”, – წერს იასკო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share