ოპოზიცია ძმებ თალაკვაძეებს ქვიშა-ხრეშის ბიზნესში უკანონო გზებით გაერკვეული კომპანიების ლობირებაში ადანაშაულებს.
ეს განცხადება დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ოფოსში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა, დავით მჟავანაძემ გააკეთა. მისსი განცხადებით, მდნირა ნატანებზე ქვა-ღორღის მოპოვებისათვის გამოცხადებული აუქციონი დიდი კანონდარღვევით მიმდინარეობს, მსურველ კომპანიებს არ ეძლევათ აუქციონში მონაწილეობის მიღების საშუალება :
”მინდა, გამოვეხმაურო მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონს, რომელიც ეხება მდინარე ნატანებზე ქვა-ღორღის მოპოვებას.
მდინარე ნატანებზე ხელისუფლებამ 300 000ლარამდე დახარჯა იმისათვის, რომ ნაპირ-სამაგრი სამუშაოები ჩაეტრებინა და შემდეგ ზუსტად იმავე ლოკაციაზე,სადაც დაიხარჯა ასობით ათასი ლარი, გადაწყვირეს , რომ ქვა-ღორღის მოპოვებისათვის საჭირო ლიცენზია გასცეს, თუმცა პრობლემა აქ არ მთავრდება.
ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, არნახულად დიდი რაოდენობის ქვა-ღორღის მოპოვების ლიცენზია გასცეს, რომელიც დააზიანებს ბუნებას, დააზიანებს მდინარე ნატანებს და საუბარია 400 000 კუბზე. ამ რაოდენობის ქვა-ღორღის ამოღების ნებართვა გასცა, მაგრამ არც აქ მთავრდება მათი ფანტაზიები და ის დანაშაულებრივი სქემა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე.
მას შემდეგ, რაც სხვადასხვა კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ მონაწიელობა მიეღოთ აღნიშნულ აუქციონში, შეიტანეს საგარანტიო თანხა, რომელიც შეადგენდა ღირებულების 10 პროცენტს და ეს იყი 40 000 ლარამდე და სწორედ იმის გამო, რომ დაფიქსირდა სხვა მონაწილე პირებიც, არც მეტი არც ნაკლები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გააუქმეს ძველი და გამოაცხადეს ხელახალი აუქციონი, სადაც დატოვეს ყველა მონაცემი იგივე, გარდა ერთისა,- გაიზარდა მხოლოდ საგარანტიო თანხის ღირებულება და ნაცლად 40 000 ლარისა, ის განისაზღვრა თითქმის 200 000 ლარით, რაც მიუთითებს იმას, რომ კონკრეტული აუქციონი მორგებულია კონკრეტულ კომპანიაზე და იმისათვის, რომ არ მისცემოდა სხვა კომპანიებს ამ აუქციონში მონაწიელობის საშუალება, საგარანტიო თანხა გახადეს ასეთი მაღალი.
თუმცა არც აქ მთავრდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, უნდა გამოცხადდეს ბრძანების მიღებიდან გარკევული პერიოდი, უნდა იყოს მოსახლეობის ფართო ჩართულობა , მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა არც ერთი გაითვალისწინეს და არც მეორე, მოსახლეობას საერთოდ დაუმალეს ინფორმაცია და ყოველგვარი კანონის დარღვევით, 5 დღის ვადაში გამოაცხადეს აუქციონი და ეს ინფორმაცია რომ არ გავრცელებულიყო და არ გამხდარიყო ფართო მასებისთვის ცნობილი, ინფორმაცია გამოაქვეყნეს ამაზონზე. ნაცვლად იმისა, რომ ინფორმაცია გავრცელებულიყო ქართული მედია საშუალებით, ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნა ამაზონზე, სადაც მხოლოდ მის დამდებს თუ შეეძლო ენახა , რადგან ასეთ ინფორმაციებს არავინ არ ეძებს ამაზონზე.
ეს არის დასტური იმისა, რომ აქ არის კორუფციის კლასაკიური მაგალითი და ამის სათავეში დგანან ძმები თალაკვაძეები, რადგან მათ გარეშე ვერავინ ვერ მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას. გარდა ადმინისტრაციულისა, აქ არის აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და მოვუწოდებთ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს. გარდა ამისა ოფიციალურად მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რათა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი “- აცხადებს მჟავანაძე.