აჭარა-გურიის მთების ლეგენდები

ალბათ ბევრს ვისაც კი აჭარა-გურიის მთებში უმოგზაურია, განაგონი აქვს გადმოცემები და ლეგენდები მთებში გემების სადგომებზე, დასაბმელ ღუზებზე, ქვებზე და ა.შ. ამჟამად ძნელია იმის გარკვევა საიდან იღებს სათავეს ეს ყველაფერი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავადამ გადმოცემებისადმი ერთგვარი ხუმრობანარევი დამოკიდებულებისა ისინი მაინც დარჩა ხალხის მეხსიერებაში.
.
პირველ ასეთ ინფორმაციას იძლევა გაზეთ კავკაზის კორესპონდენტი დუნკელ ველინგი, რომელმაც გურიაში 1850 ან 1951 წელს იმოგზაურა, კორესპონდენტის თქმით მან სოფელ გურიანთაში მოინახულა ციხის ეკლესია – „მე გავეშურე ადგილობრივი ღირშესანიშნავობების დასათვლიერებლად: პირველი მათგანი იყო საგვარეულო ციხე, რომელიც მდებარეობს გაცილებით უფრო მაღალ მთაზე ვიდრე თავადის სახლია. არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო ამ ნაგებობას ციხესიმაგრე, სიმაგრე თუ მონასტერი, მის კედელში ჩაშენებულია უზარმაზარი რკინის რგოლი. ადგილობრივთა თქმით ეს რგოლი ისევე როგორც სხვა მრავალი ასეთივე შემონახულია სვანეთში, მათი დანიშნულება უხსოვარ დროში გემების დაბმა ყოფილა, რომლებიც თითქოსდა აქ მოდიოდნენ, მათივე თქმით მთელი მაშინდელი სამეგრელო ზღვას ჰქონდა დაკავებული.”
.
გიორგი კაზბეკი, რომელმაც სამუსულმანო საქართველოში 1875 წელს იმოგზაურა, აღწერს სოფელ ღორჯომიდან ხულოსკენ მიმავალ გზას, რა დროსაც ამბობს, რომ გამცილებლების მტკიცებით ერთერთ კლდეზე გაკეთებული იყო ნახვრეტი, რომელზეც ადრე გემებს აბამდნენ, აქ საინტერსოა ის, რომ მას მოყავს ვართაპეტ ბრჟიშკიანის „პონტოს ისტორიიდან“ ცნობა პონტოს მთებში არსებულ ასეთსავე ღუზაზე – „გამცილებლები მიმტკიცებენ, რომ ამ კლდეში არის გაკეთებული ნახვრეტი, რომლის მეშვეობითაც ოდესღაც გემებს აბამდნენ. მატერკის შიგნით ზღვის შესახებ არაკი ამ ადგილებში იშვიათობა არ გახლავთ: დერცელში მე მიამბეს გემების ზუსტად ასეთივე სადგომზე სურების მთებში, რომლებიც ზღვის დონიდან 8000 ფუტზეა, ასეთივე ბუნებრივ ღუზაზე საუბრობს მხითარისტი ვართაპეტ ბრჟიშკიანი.“
.
ასევე გემების სადგომის შესახებ გადმოცემები არსებობს საყორნიას მთასთან დაკავშირებითაც, რა დროსაც ადგილობრივი ძველი მოსახლეობა ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ყვებოდა ამ ამბავს და ზოგიერთი მათგანი იმასაც ამკიცებდა, რომ საყორინიაზე ჯერ კიდევ არსებობდა გემების სადგომის ნაშთები.
.
აქვე ბახმაროსა და საყორიანიასთან დაკავშირებით საინტერესო უნდა იყოს იოსებ მეგრელიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც 1932 წელს იმყოფებოდა ზოტსა და ბახმაროს შორის არსებულ ღომის ციხეზე, რა დროსაც მას ჩაუწერია მწყემსების ნაამბობი „ვარდიანი ქვის“ შესახებ, რომელზეც ისევე როგორც გურიანთის ეკლესიის კედელში ჩამაგრებული იყო რკინის ჯაჭვი – „მწყემსები ამბობენ, რომ „ღომის ციხიდან“ ახლოს არის ერთი ადგილი, რომელსაც „ვარდიან ქვას“ უწოდებენ. მათივე თქმით ამ ადგილზე არის ქვასვეტი რომელზეც ჩამოკიდებულია რკინის ჯაჭვი. მე ვერ შევძელი ამ ადგილის მონახულება, რადგანაც იგი ისეთ სიმაღლეზეა, რომ 1932 წლის 4 ივლისს, როდესაც მე ღომის ციხეზე ვიყავი იქ უკვე თოვლი მოსულიყო, რაც შეუძლებელს ხდიდა მის დათვალიერებას. თუ ეს ინფორმაცია შეეფერება სინამდვილეს ამ ძეგლს ჭეშმარიტად მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ძეგლის შესწავლა შევთავაზე პროფესორ მელპკსეტ-ბეკოვს, მაგრამ მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა მისი ადგილზე ნახვა.“
.
გურული წარმართული გადმოცემების მიხედვით სწორედ საყორნიაზე მიაჯაჭვა ამირანი წარმართულმა ღმერთმა და მისი სასჯელის ადგილი იგივე უნდა იყოს სადაც ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ხალხის მეხსიერებაში დარჩა, როგორც ბოროტ ღმერთებთან მებრძოლი გმირი და დღემდე ცოცხლად არსებული იმედი – ამირანი აუცილებლად გაწყვეტს ჯაჭვს და ხალხს თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარება.
.
ვასილ ურუშაძის მიერ 1905 წელს გამოქვეყნებული ამირანის შესახებ გურული ლეგენდაში არის ჯაჭვით დაბმული ამირანისა და გურული გლეხის გასაუბრების ფრაგმენტი – „უბედურებო, როგორ შეგიძლიათ ასეთი პური ჭამოთ?“ ჰკითხა ამირანმა გლეხს. „შენ თავად როგორ პურს სჭამ?“ კითხვითვე უპასუხა გლეხმა. „აი ასეთს“ უპასუხა ამირანმა და ხელი მოუჭირა თავის პურს, რომლიდანაც რძე გადმოედინა – „როცა მე განვთავისუფ¬ლდები ქვეყნიერებაზე აღარავინ იძულებული ჭამოს ოფლითა და სისხლით გაჟღენთილ პური.“
.
– Казбек, Георгий Николаевич – Три мѣсяца въ Турецкой Грузіи: Изъ дневника путешественника (1875)
– И. Мегрелидзе – Лазский и Мегрельский слои в Гурийском -1938
– Каказ 1853 г. №77; 78;82; 87; 1854 №10; Н. Дункель-Веллинг „Изъ Записокъ о Гуріи“;
– Кавказский край – N1 Приложение 1905 г. – В. Урушадзе
შეიძლება იყოს ღრუბელი, ბუნება, ბინდი and ნისლი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share