დაჭრა ქუთაისში. დაჭრილია “ქართული ოცნების” წევრი ზაქრო მამასახლისი. დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა – დავა საკანალიზაციო ჭასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.
ირკვევა, რომ “ქართული ოცნების” წევრს ქუთაისის ცენტრში აქვს სასტუმრო.
“ოცნების” წევრს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.