ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქების სამეულში – გავლენიანი ამერიკული გამოცემა “The national interest” ივანიშვილს ვიქტორ მედვედჩუკისა და ვლადიმერ პლახატნიუკის გვერდით ასახელებს.
ამერიკელმა მკველვარებმა დეტალურად ისაუბრეს, როგორ მოვიდა ოლიგარქი ხელისუფლებაში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული მონოპოლია გამოაცხადა – ოლიგარქი, რომელიც 90-იანებში რუსეთში გამდიდრდა და აგრესორ სახელმწიფოსთან დღემდეე ღრმა კავშირები გააჩნია, – წერს გამოცემა.
შემდეგი საფეხური კრემლისთვის ხელში ჩაგდების კიბეზე არის ელიტარული მიტაცება. თუ სოციალური დაპყრობა გულისხმობს, ტროას ცხენის საზოგადოებაში დამკვიდრების პოლიტიკას, ელიტური მიტაცება გულისხმობს მის შექმნას პოლიტიკურ, ბიუროკრატიულ და ბიზნეს საზოგადოებაში.
პირველი. რუსეთში დაფუძნებული ბიზნეს კავშირებისა და პოლიტიკური მოღვაწეების ეკონომიკური ინტერესების გამოყენება. წარსულში ეს იყო ბიძინა ივანიშვილი საქართველოში, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში და ვლადიმირ პლაჰოტნიუკი მოლდოვაში.
მეორე. ელიტური წრის წარმომადგენლების ჩანერგვა , როგორც ეს იყო ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, რომელიც 90-იან წლებში რუსეთში ცხოვრობდა და ვისი ეკონომიკური აქივებიც დაკავშირებულია რუსეთთან, მან 2012 წელს პარტია ქართული ოცნება დააფუძნა.
უდაოდ, სახელმწიფოს მიტაცების ყველაზე წარმატებული მაგალითია ბიძინა ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება, რომელმაც საქ-ოს სახელმწიფო 2012 წლის არჩევნების შემდეგ მიიტაცა. ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიენტობის პერიოდში, რუსეთი სახიფათოდ მიუახლოვდა მიეტაცებინა უკრაინის სახლემწიფო, იქამდე სანამ ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოებამ აჯანყებით არ ჩაშალა.
და ბოლოს, ტერიტორიების დაკავება არის რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ქმნის საბაბს საბჭოთა კავშრის ყოფილი ქვეყნების ტერიტორიის ნაწილის დასაკავებლად. მოლდოვის შემთხვევაში ეს იყო დნესტრისპირეთის რეგიონი, საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონი, უკრაინაში კი ყირიმის ნახევარკუნძული და დონბასის რეგიონი”, – წერია სტატიაში.