ვლადიმერ მენაბდე
რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე თუ გავაანალიზებთ შედეგებს-იოლად მივალთ დასკვნამდე, რომ რუსეთმა, ანუ პუტინმა ვერცერთ თავის დასახულ – სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია,
ხარკოვსა და მოგვიანებით ხერსონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი ვფიქრობდით, რომ ყველაფერი უფრო იოლად და ჩქარა დასრულდებოდა, თუმცა, მაინც მოდი, მოკლედ გავაანალიზოთ ვითარება
როგორც გასული საუკუნის ფინეთის ომი, უკრაინის ომიც შევა ისტორიაში როგორც ომი, რომლის დროსაც თავდამსხმელს, მიუხედავად მისი უზარმაზარი უპირატესობისა როგორც შეიარაღების, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, „კბილებში მაგრად მოხვდა“.
აგრესორმა ვერ შეეძლო მის წინაშე მდგარი დავალებები-უკრაინის ან მისი დედაქალაქის დაპყრობა მაინც-შესრულება
ასევე უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა
უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის განადგურება
უკრაინის სახელმწიფოს პროდასავლური კურსის შეცვლა
მაგრამ ფინეთის ომისაგან განსხვავებით დასავლეთი მყისიერად ამოუდგა მხარში უკრაინას
არცერთ ქვეყანას, ასეთ მოკლე დროში, ისტორიაში არ მიუღია სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება-რაც უკრაინამ მიიღო ამ ორი წლის განმავლობაში
ასევე მთავარია – რომ დასავლეთმა კარგად გააცნობიერა-იგრძნო ისტორიული მომენტი და არათუ შეამცირა დახმარება, არამედ მუდმივად ზრდის მას.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ხდება ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილი.
ამის დასტურია მოკავშირეების ხელშეკრულებები რომლითაც ისინა გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტები-ხელშეკრულებები 10 წლითაა დადებული და ამ პერიოდში უკრაინა დიდი ალბათობით გახდება ნატოს წევრი.
მნიშვნელოვანია უკრაინის წარმატებები სამხედრო თვალსაზრისით
აქ პირველ ადგილზეა უკრაინის ცალსახა გამარჯვება შავ ზღვაზე-ოდესა დაცულია, ხორბლის კორიდორი მუშაობს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამედი განადგურებულია და მათი განადგურება გრძელდება.
თუ გავითვალისწინებთ უკრაინის დიდ პერსპექტივებს, კერძოდ მათ შეიარაღებაში ზაფხულისათვის F 16 გამოჩენას, უკრაინა დაიწყებს დომინირებას ჰაერში,
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინა თანდათან უფრო დახვეწილ და თანამედროვე შეიარაღებას მიიღებს დასავლეთიდან, ის უზარმაზარი დარტყმა, რომელიც ამ ქვეყანამ აგრესორ რუსეთს მიაყენა ამ ორი წლის განმავლობაში, ვგულისხმობ სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური რესურსის განადგურებას, კიდევ უფრო გაიზრდება.
ასევე უკრაინა მნისვნელოვნად ანადგურებს რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას ამავე ქვეყნის ზურგში, ესეც მნისვნელოვნად გაიზრდება და უახლოეს პერიოდში უკრაინა სულ უფრო მეტად შეაღწევს რუსეთის ზურგში.
გეოპოლიტიკა
აქ რუსეთის სრული კრახია-ნატო ძლიერდება და უახლოვდება რუსეთის საზღვრებს ბევრი მიმართულებით-ფინეთი, შვეცია-უკრაინის პერსპექტივა ალიანსში გაწევრიანების.
რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია სახეზეა, მისი მოკავშირეებიც, თვით ჩრდილოეთ კორეა და ირანი, სირია და ჩინეთიც ცდილობენ უკვე მისგან ცოტათო მაინც დისტანცირებას.
რუსეთმა დაკარგა დასავლური ბაზარი-ის იმყოფება მკაცრი სანქციების ქვეშ-რომლის მასშტაბებიც სულ უფრო იზრდება და მკაცრდება და ასეთი სანქციები კაცობრიობის ისტორიაში არ ჰქონია მსოფლიოს არცერთ ქვეყანას – და ამ სანქციების მოხსნა კი არა შერბილებაც კი არაა მოსალოდნელი უახლოეს წლებში.
და მთავარი, რაც გუშინ განაცხადეს, ბრიტანეთის ლიდერმა სუნაკმა, ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა-უკრაინის დახმარებები გაგრძელდება ამ ქვეყნის სრულ გამარჯვებამდე.