“ჩვენი ქვეყანა მზადაა პატიოსანი თანამშრომლობისთვის იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოსაა”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
“ჩემმა მოგზაურობამ ლათინურ ამერიკაში დაადასტურა, რომ რუსეთი უყვართ და რომ რუსეთი ყოველთვის სასურველი სტუმარია სხვადასხვა ღონისძიებებზე. მათ სურთ, რომ ჩვენთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა, როგორც სამთავრობო, ასევე არაოფიციალურ და საგანმანათლებლო დონეზე.
მაგრამ ჩვენი ქვეყანა, თავისი გეოგრაფიით, თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციით, ყოველთვის მზადაა პატიოსანი თანამშრომლობისთვის ყველა იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოს არის და არა მხოლოდ მათთან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყნებთან”, – თქვა ლავროვმა.