ორბანი ნავალნიზე: შოვინისტებს, რომლებიც ქართველებს მღრღნელებს უწოდებდნენ, პატივს არ მივაგებთ

26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტში შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ოპოზიციური მწვანეთა პარტია დიალოგის კანონმდებელი გამოვიდა ინიციატივით, პატივი მიეგოთ რუსეთის ციხეში მოკლული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის, რასაც უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი და მმართველი პარტიის სხვა წევრები დაუპირისპირდნენ.

“შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და მათ, ვინც ქართველებს საქართველო-რუსეთის ომის დროს მღრღნელებს უწოდებდა, პატივს არ მივაგებთ… სხვა მხრივ, მშვიდად განისვენოს”. – თქვა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა “სამთავრობო პარტიულ ჯგუფებს ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სიმშვიდის შენარჩუნებისთვის”.


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი ცხედარი გადასცეს დედას, რომელსაც შვილის სხეულსრამდენიმე დღე არ აჩვენებდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share