მიხეილ სააკაშვილის ევროპის სახალხო პარტიას მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის მადლობას უხდის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ მათ მხარდაჭერას გრძნობს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი არაერთი ადამიანი.
“დიდ მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას ჩემი მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის.
თქვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას გრძნობს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი არაერთი მამაცი ადამიანი, მათ შორის, ჩემი მეგობარი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც დაუღალავად იბრძვის პუტინის რუსეთში დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ერთად ვდგავართ სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში” , – წერს სააკაშვილი წერილში.