თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, უბედური შემთხვევა მოხდა – ლაშქრობაში წასული 3 ადამიანი მდინარეში დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 6 ადამიანი სამწვერას ჩანჩქერზე, ლაშქრობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის გადასარჩენად კიდევ 3 ადამიანი ჩახტა მდინარეში. ერთი მოქალაქის ამოყვანა ადგილზე მისულმა მაშველებმა შეძლეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთს ამ დრომდე ეძებენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები.