”ქართული ოცნება” ჩამოყალიბდა ძალად, რომელიც ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს – გახარია

”ქართული ოცნება”  დღეს ჩამოყალიბდა ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ამბობს ერთს და აკეთებს აბსოლუტურად მეორეს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს. ის, რისი იმედიც ადამიანებს ჰქონდათ – რომ ივანიშვილის გამოჩენა ამ პოლიტიკურ ძალას თანმიმდევრულობას შესძენდა, პირიქით მოხდა, ქაოსის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა, ეს ყველაფერი რეიგინტებში აისახება.

ივანიშვილის გამოსვლას ოცნების რეიტინგზე პოზიტიური ან ნეგატიური ზეგავლენა თუ ექნება, ექნება +1,5% ან -1.5%, არაფერი სხვა არ შეიცვლება. ეს არის მათი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ, მათ უკვე დანახული და გააზრებული აქვთ, რომ ასეთ დროს და ამ ფორმით [ივანიშვილის] დაბრუნება, გამოჩენა ძალიან დიდი შეცდომა იყო” –

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ქართულ ოცნებაზე საუბრისას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share