”ახლა ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, ალექსეის [ნავალნის] მკვლელობისგან გამოწვეული შოკისა და ტკივილის გარდა, უჩნდებათ სასოწარკვეთისა და აპათიის განცდა. ამას ვხედავ იმ წერილებში, რომლებსაც მიგზავნიან – ამის კატეგორიულად დაუშვებელია. რადგან ზუსტად ეს უნდათ ჩვენგან მათ, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. პუტინის რეჟიმი მხოლოდ შიშსა და აპათიაზე დგას. მათ სჭირდებათ, რომ რუსული საზოგადოება იყოს ატომიზირებული, დათრგუნული, დემორალიზებული. მაგრამ თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ უპასუხა ამ კითხვას თვითონ ალექსეი ნავალნიმ? ცვლილება რუსეთში სადღაც გარედან არ მოვა. უნდა შევწყვიტოთ სასწაულის, შემთხვევითობის, გარეშე ფაქტორებზე იმედად ყოფნა – საერთაშორისო წნეხი, სასახლის გადატრიალება, “ჩეინ სტოქსის სუნთქვა”, – მნიშვნელობა არ აქვს რაზე – რომელიც ჩაერევა და ყველაფერს გააკეთებს ჩვენს მაგივრად. არ ჩაერევიან და არ იზამენ. რუსეთში ცვლილებები გარდაუვალი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად რუსული საზოგადოება შეწყვეტს იმის მოცემულობად მიღებას, რაც ხდება, როცა გაიაზრებს თავის ძალას, სუბიექტურობას და პასუხისმგებლობას მომავალზე” –
*რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.