უკრაინამ ისტორიაში პირველი ოსკარი მოიპოვა. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა მსტისლავ ჩერნოვის ფილმმა 20 Days in Mariupol [20 დღე მარიუპოლში], რომელიც რუსული აგრესიის სისასტიკეზე მოგვითხრობს. ამერიკული კინოაკადემიის რიგით 96-ე ცერემონიის მთავარი გამარჯვებული კი რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ფილმი Oppenheimer გახდა, რომელიც 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და შვიდი “ოსკარი” მიიღო – საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობის, მეორეხარისხოვანი როლის, კინომუსიკის, მონტაჟისა და კინემატოგრაფიის ნომინაციებში. ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ემა სტოუნს გადაეცა-ფილმისთვის Poor Things, საუკეთესო კაც მსახიობად კი კილიან მერფი დასახელდა ფილმ Oppenheimer-ში შესრულებული როლისთვის.