შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს.
ყოფილი ხელმძღვანელი ხარაბაძე შიდა ქართლში გააგრძელებს საქმიანობას, მის ადგილს გურიის პოლიციის დეპარტამენტში კი კახა გოგნიაშვილი დაიკავებს, რომელიც ბათუმის და ქვემო ქართლის პოლიციაში მუშაობდა.
აღნიშნული ცვლილებები დღეს განხორციელდა და გოგნიაშვილი მოვალეობას გავრცელებული ინფორმაციით უკვე შეუდგა.