საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ცნობილი ხდება, რა რაოდენის თანხას მიიღებს ნაკრები ჩემპიონატზე თამაშისთვის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გვერდი ,,90 წუთი” აქვეყნებს.
,,ევროპის ჩემპიონატზე თამაშისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები 9.25 მილიონ ევროს მიიღებს..
ჯგუფურ ეტაპზე, 1 მატჩის მოგების შემთხვევაში დამატებით / 1.5 მილიონ ევროს, ხოლო ფრეს შემთხვევაში / 750 000 ევროს”, – ვკითხულობთ ტექსტში.
გვერდზე ასევე შეხვდებით ინფორმაციას ბილეთების შესახებ.
,,UEFA-მ ოქტომბერში, შემთხვევითობის პრინციპით , ტრადიციულად ბილეთების უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდა, თუმცა საქართველო კონკრეტულ კვოტას მაინც მიიღებს, რის შესახებაც დაზუსტებული ინფორმაცია ქართული მხარის გარდა, ოფიციალურ ვებგვერდზე – EURO2024.com/tickets მოგვიანებით გამოჩნდება და ამის შესახებ, ყველა ერთად შევიტყობთ.
თუ კვოტას არ დაელოდები, გადამყიდველ, თუმცა სანდო საიტზე – Viagogo-ზე, ამ წუთებში: თურქეთი / საქართველოს მატჩის ყველაზე იაფ ბილეთს – 794 ლარად, ჩეხეთი / საქართველოს მატჩის ყველაზე იაფ ბილეთს -700 ლარად, ხოლო პორტუგალია / საქართველოს მატჩის ყველაზე იაფ ბილეთს – 609 ლარად შეიძენ, როცა თავად UEFA ტრადიციული, რენდომ პრინციპით, ჯგუფური ეტაპის მატჩებს 30 -50 ევროდ ყიდდა;
ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიულ, პირველ მატჩს დორტმუნდში, დორტმუნდის სტადიონზე, სიგნალ იდუნა პარკზე, 18 ივნისს, თბილისის დროით, 20:00 საათიდან გამართავს”, – ვკითხულობთ ტექსტში.