ელისაბედ მეორის ეპოქა – მსოფლიო დედოფალს ემშვიდობება

ელისაბედის მეორე ეპოქა – ბრიტანელები უკვე ასე მოიხსენიებენ იმ 70 წელს, რა დროსაც მათმა უზარმაზარმა იმპერიამ და მრავალფეროვანმა საზოგადოებამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. იცვლებოდა საუკუნეები, იცვლებოდნენ პრემიერები, თაობები ერთმანეთს ეცილებოდნენ, ერთ სოციალურ-კულტურულ რევოლუციას მეორე ცვლიდა, მაგრამ ამ ქარტეხილებში ელისაბედ მეორე უინძორი ყოველთვის იქ იდგა, სადაც მის ხალხს სჭირდებოდა.

როგორც მეორე მსოფლიო ომში გამოწრთობილ ავტო-მექანიკოსს ეკადრებოდა, მთელი მონოდომებით ცდილობდა შეეკეთებინა მისი ქვეყნის, ხალხისა თუ საზოგადოების პერიოდული გაუმართაოები.

პირველი პრემიერი რომელიც ტახტზე ასულმა ახალგაზრდა გოგონამ პრემიერად დაამტკიცა, ვინსტონ ჩერჩილი იყო, დაბადებული 1874 წელს, მაშინ ვარშავის ბლოკი ჯერ არც კი არსებობდა, კრემლში ისევ სტალინი იჯდა. ბოლო პრემიერი კი ვინც დედოფალმა დაამტკიცა, ლიზ ტრასია, დაბადებული 1975 წელს. ხვდებით რამხელა დიაპაზონია ეპოქებს შორის.

დედოფალთან ერთად კი ბრიტანეთი მთელს ეპოქას ემშვიდობება. ელისაბედ მეორეს ხვალ, სამხედრო ცერემონიალით დაკრძალავენ.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share