აღდგომის მეორე დღე – საფლავის მონახულება ძველ საქართველოში

აღდგომის მეორე დღე – საფლავის მონახულება ძველ საქართველოში
.
არდგომის მეორე დღეს საფლაოს მონახულება უძველესი ქართული წესი გახლავთ, რაზეც მიუთითებს კირიონ მეორე – „საქართველოში, აღდგომის მეორე დღეს, სასაფლაოებს მოინახულებენ, საფლავზე პატარა ორმოს ამოთხრიან, რომელშიც წითელ კვერცხს დაფლავენ.“ თუმცა საფლავზე ტრაპეზი ამ დღეს მიუღებელი იყო და ეს ტრადიცია შემდეგში მეოცე საუკუნეში შემოვიდა.
.
ხსენებული წესი ძალიან გავს გურიაში წარმართულ რიტუალს „ნერჩს“ ანუ „მიწის გაჯერებას“, რა დროსაც იმ ადგილზე სადაც ქალი იმშობიარებდა – „ბებიაქალი დანის წვერით აკეთებდა რამდენიმე პატარა ორმოს. შემდეგ აიღებდა პურის რბილ ნატეხებს და საკმეველს და აზელდა ერთმანეთში, აზელილ მასას დებდა ორმოებში და დაასხამდა ღვინოს და ქათმის ბულიონს.“
.
ქრისტიანულ დღესასწაულებისა და წარმართულის შერწყმაზე წერს აპოლონ წულაძე – „გურულს ყველა „დღესასწაული“ უყვარს, მაგრამ კალანდასა და აღდგომას არაფერი ურჩევნია. აღდგომა პირველი გაზაფხულის დღესასწაულია, მასში ქრისტიანული, წარმართული ერთიმეორეში ლამაზად არის შეზავებული, სიცოცხლის ხალისი, გამრავლების ლტოლვა არის ჩაწმახნულ-ჩაქსოვილი. ქრისტეს „მკვდრეთით აღდგომას“ ის თავის აღდგომასაც, თავის ცხოვრების გადახალისება-გაუმჯობესებასაც უკავშირებს, ბრწყინვალე მომავლის იმედი აღაფრთოვანებს, როგორც თვით ბუნება იცვლის ფერს, ზამთრის სუსხისაგან გაძარცული, ტიტველი, მწვანით იმოსება, ირთვება, კეკლუცდება, გურულიც, რაგინდ ღარიბი იყოს, ასევე ცდილობს „კანი გამოიცვალოს,, ახალახლი ხალათით მოირთოს, მოიკაზმოს, მოძრავსა და ცოცხალ ყვავილს დაემსგავსოს.“
.
– Епископъ Киріонъ – Культурная роль Иверіи въ исторіи Руси 1910;
– СМОМПК – 1893 г. Тарас Мамаладзе;
– აპოლონ წულაძე – ეთნოგრაფიული გურია 1971
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშცილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share