მიწისძვრები ძველ გურიაში

მიწისძვრები ძველ გურიაში
.
1795 წლის მისძვრა – შემოქმედის მონასტრის ბიბლიოთეკის მხედრულად ნაწერ ხელნაწერში შეტანელი „მატიანე“ რომლშიც შეტანილი 1784-1879 წლის ქრონიკალური ჩანაწერები გაგუგრძელებია მღვდელ გაბრიელ მახარაძეს. ხსენებულთან დაკავშირებით დიმიტრი ბაქარაძე წერს – „მომდევნო ნუსხა მოვლენებისა მაცნობა შემოქმედელმა მღვდელმა, რომელმაც იგი თითქოს რომელიღაც ხელნაწერიდან გადმოწერა. ვფიქრობ, ეს ნუსხა ნამდვილად იქნება შემოქმედის მონასტრის კუთვნილ რომელიმე ხელნაწერში, მაგრამ დამალულია მის დავთრებთან ერთად.“ აქვე ბაქრაძე უთითებს მიძისძვრასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც – „ჩლჟე (1795) წელსა მაისის 8-სა (7) საშინელი მიწისძვრა იყო.“
.
1872 წლის მიწისძვრა – შემოქმედელ გაბრიელ მახარაძის „მატიანე“ კიდევ ერთ მიწისძვრას გვამცნობს 1872 წლის მაისის თვეში:
.
„ჩყობ (1872) მაისის თვეში საშინელი ქარი მევიდა დღე და ღამის გაყრის დროს, მრავალი ხეები წაიქცნენ და ამ დროს საშნელი მიწისძვრა იქმნა, სახლები დაიშალა თვით ითქმეს, რომ ქვეყანა შეშინდა“
.
ლანჩხუთ-ჩოჩხათის 1887 წლის მიწისძვრა – გაზეთი ივერია 1887 წლის მიწისძვრასთან დაკავშირებით წერა „ლანჩხუთი (ოზურგეთის მაზრა), ოთხს ივლისს, საღამოს, დაახლოვებით ცხრა საათზე ჩვენს სოფელში მოხვდა მიწის-ძვრა“ წერდნენ ლანჩხუთლები გაზეთ ივერიას. როგორც წერილში წერდნენ, რომ ასეთი ძლიერი მიწისძვრას ასაკოვან ხალხსაც კი არ ახსოვდათ – „ბევრ სახლებს ზიანი მისცა: ზოგს სახურავი გადააძრო, ზოგს ჭერები დაუფუშა, ზოგს ბუხრები დაუნგრია და სხვა… ამასთანავე სულ ახალ აშენებული ეკლესია ხუთ ადგილას გაიბზარა და კინაღამ სულ დაინგრა. ვინც ფეხზე ვიდექით, მიწაზე ვეცემოდით და თავ-ბრუ გვესხმოდა.“
.
„ასაკოვან ხალხს გაუხსენებიათ, რომ 100 წლის წინაც მომხდარა ძლიერი მიწისძვრა, რის გამოც მაშინ ეკლესიისათვის პარასკევი დღე შეუწირავთ, ანუ პარასკევი დღე უქმე დღედ გამუცხადებიათ და არ მუშაობდნენ.“
.
ინფორმაცია მომაწოდა ბატონმა გიორგი გრძელიძემ
.
– დარეჯან კლდიაშვილი – მიწისძვრები ძველ საქართველოში
– ბაქრაძე, დიმიტრი – არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში 1987
– გაზეთი „ივერია“ 1887 წელი #139;#165;
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share