მკაფიოდ ვამბობ – ეს კანონი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს – მიშელი

”ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და მის გაწევრიანების ტრაექტორიას. ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და არ დააახლოებს მასთან” –

წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share