ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:
”ევროპამ მომცა შესაძლებლობა შემეძინა ჩემთვის ასე საყვარელი პროფესია, მესწავლა და ჩემი ქვეყნისთვის გამეკეთებინა მცირედი.
იგივეს ვისურვებდი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი პატარა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის.
თუნდაც პატარა შეფერხებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე მივიჩნევ უდიდეს და გამოუსწორებელ შეცდომად – წერს ზურა შევარდნაძე.