„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი – ცოცხალი, როცა შენი გამოვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ამ განცხადებას ეკა ტოგონიძე აკეთებს.
ტოგონიძის თქმით, კანონით პირდაპირ იერიში მიაქვს ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე.
”არჩევნების წინ სპობ ამ ორ ინსტიტუტს – რა უცნაური და ძნელი გამოსაცნობია, რას ემსახურება ეს კანონი. ოჯახები, ასი ათასობით ადამიანი შეეწირა დასმენას – ამას გვიბრუნებენ – ანონიმური ან არა ანონიმური განცხადების საფუძველზე ამ კანონით უკვე კანონიერად შეეძლებათ შეამოწმონ ორგანიზაცია…
ეს თემები, ეს დამენა თუ ქუჩური წესები, ქურდული სისტემა და მენტალობა, რა თქმა უდა, რუსეთის მოხვეულია,“ – ამბობს ტოგონიძე.