გვინდა ევროპაში და მიგვაქანებენ რუსეთისკენ. ბოლოს ყველა მიდის ამ ავტორიტარიზმისკენ – დავით ბეშიტაიშვილი

“ფორმა შეიძლება ავტორიტარიზმის სხვადასხვანაირ იყოს, მაგრამ ხომ ავტორიტარიზმია, ძალიან იმედიანად ვარ, რომ არ გასულა აქამდე და არც გავა,” – ამ განცხადებას  მსახიობი, დავით ბეშიტაიშვილი აკეთებს, რომელმაც სცენიდან გამოხატა პროტესტი  კანონის წინააღმდეგ.

დავით ბეშიტაიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა არაერთხელ მოატყუა, თუმცა იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი ისევ ეტყვის ავტორიტარიზმს უარს.

”მოტყუებაზე თუ არის საუბარი, პირველ რიგში, ვინც ყველაზე მეტად გვატყუებს ეს არის ხელისუფლება, მოსვლამდეც რა დაპირებებიც ჰქონდათ, იქიდან დღემდე რომ მოვთვალოთ, იმდენი გადაგდება და ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი აქვთ, რომ ისინი არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ ვინმე ატყუებს.
ეს აღშფოთება, რასაც ვხედავთ, ამაზე ლოგიკური რა შეიძლება იყოს.
გვინდა ევროპაში და მიგვაქანებენ რუსეთისკენ. ბოლოს ყველა მიდის ამ ავტორიტარიზმისკენ და არ უნდა ამ ქართველ ხალს ავტორიტარიზმი, ისევ პროცესში ვართ, რომ ამას თავი დავაღწიოთ, რასაც ჰქვია ავტორიტარიზმი და რუსული სამყარო,“ – ამბობს ბეშიტაიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share