როგორ შეიძლება ვენდო მთავრობას, რომელმაც აგენტად მხილებული ფარცხალაძის გამო, საბანკო სისტემა ლამის ჩამოიშალა? – კალატოზიშვილი

”რა არის მიზეზი ამ კანონის შემობრუნების, რატომ გადაგვკიდეს თავიდან? რეალურად რისი გადაფარვა ხდება და საბოლოო ჯამში, რა არის მიზანი? ”- ამ კითხვებს „რეაქციაში“ ნანკა კალატოზიშვილი სვამს.
როგორც კალატოზიშვილი ამბობს, ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს მოსახლეობაში.

”ჩნდება კითხვები, მიზეზი და მიზანი რა არის რეალური – რისი გადაფარვა ხდებოდა? ოფშორების კანონი შემოგვიცურეს ისე, რომ ვერავინ გაიგო.
როგორ შეიძლება ვენდო ხელისუფლებას, რომელმაც აგენტად მხილებული კაცის გამო, ფარცხალაძის გამო, საბანკო სისტემა ჩამოიშალა ლამის. რა გარანტია მაქვს, რომ ამ კანონში სხვა დანამატები არ გაჩნდება.
რა ნდობა უნდა მქონდეს ხელისუფლების, რომელმაც ამდენი მომატყუა.

იქ არ ვჯდები, რაგბისტიან-მოჭიდავიან-პიანისტიანად გონში რომ არიან პოლიტიკის და კანონებს მიდგენენ, იმათ მოკითხონ პასუხი,“ – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share