ქართული სამოციქულო ეკლესია დასაცავია ივანიშვილის კლანისგან – პეტრე კოლხი

“ვიღაცები იტყვიან, რომ ჩვენ სამება აგვიშენა – ჩვენ კი არ აგვიშენა, მისი ავტორიტეტისთვის აიშენა, მისი მომავლისთვის აიშენა, მისი ინტერესებისთვის აიშენა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. ერთი ხელით თუ ფიზიკურ ეკლესიას აშენებდა ქართული ოცნება, სულიერ ეკლესიას გვინგრევდა,” – ამ განცხადებას “რეაქციაში”  პეტრე კოლხი აკეთებს.

როგორც მამა პეტრე კოლხი ამბობს, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეკლესიის დასუსტებას და ილია მეორეს ავტორიტეტის შემცირებას ცდილობს.

”გუშინ და დღეს ამოვიკითხე ქართული ოცნების ლიდერების ბოდვები, მაგალითად, კობახიძე ბრძანებს, რომ ენჯეოების წინააღმდეგ უნდა მივიღოთ ეს კანონი, რომ დავიცვათ ჩვენი ეკლესია.
მეორე ბოდვა – დედაქალაქის მერი ბრძანებს, რომ ჩვენ მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათ ჩვენ ამ კანონის მიღებით.
უნდა ვისაუბროთ საჯაროდ პრობლემებზე – ბოლო 30 წლის მანძილზე, ეკლესიისთვის იმდენი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ მიაყენა.
2012 წლიდან დღემდე, სწორედ ოცნების მმართველობის პერიოდიდან იწყება ეკლესიის ავტორიტეტის რყევა, „ოცნების“ ლიდერის პირდაპირი სურვილი და ამოცანა იყო ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელის ავტორიტეტის ნგრევამ, ეს მას კულუარებშიც ხშირად უთქვამს და საჯაროდაც ხშირად უთქვამს – მისი პირდაპირი ამოცანა და ინტერესი იყო, რომ ქართულ ეკლესიას ასეთი ავტორიტეტი არ ჰყოლოდა, ივანიშვილს ვგულისხმობ.
მეორე, ციანიდის საკითხი სწორედ ოცნების პერიოდში მოხდა ეკლესიაში.
მესამე, ვერცხლისწყლის მოწამვლის საკითხი სწორედ ოცნების დროს მოხდა.
ყველაზე გახმაურებული ამბავი – ე.წ. სუს-ის ფაილები – ადამიანებს რომლებსაც ართმევდნენ სიცოცხლის და თავისუფლად სუნთქვის უფლებას – ეკლესია-მონასტრებში უშვებდნენ გადაცმულებს, ვითომ სულიერებისთვის, ამ დროს ყველა იყო მოსმენა, დასმენისთვის მიგზავნილი, რომ იქიდან ინფორმაციები გამოეტანა. პირადი ცხოვრებით შეშინება უკვე არის რუსული ნარატივი, ქართული ოცნება რომ რუსული ოცნებაა ჩანს იქიდანაც, რომ სწორედ ამ ფაილების მეშვეობით ეკლესიას ევაჭრება არჩევნების პერიოდში.

ქართული სამოციქულო ეკლესია დასაცავია ივანიშვილის კლანისგან,“ – ამბობს პეტრე კოლხი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share