“სასწორზე შემდეგი არჩევნები დევს – ქართველი ხალხი სწორედ მაშინ იტყვის, რომ ევროპული მომავალი სურს“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმა CNN-ის ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, დაადებს თუ არა ვეტოს რუსულ კანონს და რა შანსებია, რომ ეს კანონპროექტი რეალურად არ გავიდეს ბოლომდე.
“ახლა მთავარია ჩვენი ხმა საქართველოს საზღვრებს მიღმა გავაგონოთ, ეს ძალიან ნათელია. დღეს საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო აქციის მესამე ღამეა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა გარეთ, ქუჩაში, რომლებიც ამბობენ, რა უნდათ ამ ქვეყნისთვის. საქართველო თავის ბედს სწორედ მაშინ გადაწყვეტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქამდე გვყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც თავიანთი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ; ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს მედია, რომელსაც თავისი საქმის კეთება შეუძლია; ძალიან მნიშვნელოვანია გვყავს სადამკვირვებლო მისიები, რომლებსაც თავიანთი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. ეს დევს სასწორზე, შემდეგი არჩევნები. ქართველი ხალხი სწორედ მაშინ იტყვის, რომ თავიანთთვის და საკუთარი შვილებისთვის ევროპული მომავალი სურთ,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.