„ვნახეთ რაგბისტი, რომელიც თვითონ არის შესული შეცდომაში, თუ აინტერესებს ევროპული წარსული საქართველოსი, უფასოდ ლექციას ჩავუტარებ. თქვა სრული სისულელე,“ – ამის შესახებ „რეაქციაში“ ტელეწამყვანი ესმა კუნჭულია საუბრობს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით კაჭარავას საპროტესტო აქციაზე ავტომობილით მისვლას ეხმაურება.
დავით კაჭარავა, მოგმართავ შენ, თქვი სრული სისულელე. 83-ე დეპუტატს ჩავუტარებს, რას ნიშნავს ეროვნული იდენტობა და როგორ გვიყურებს ჩვენ ევროპა,“ – მიმართავს კუნჭულია ოცნების დეპუტატებს.
ესმა კუნჭულიას თქმით, ახალგაზრდების პროტესტს ვერავინ მოერევა.
პირველად ვარ დედა, რომლის შვილიც აქციაზე გავიდა. დღეს დადგა ის დღე, რომ მე ადვოკატი უნდა გავმხდარიყავი ნინასი, თავად ვარ ჟურნალისტი, რომელსაც საშინლად მყავს გაკრიტიკებული ნაცები და თუ ახლა ყოფილი ნაცი პრეზიდენტი უყურებს, აგრესიულ ჟურნალისტს, რომ მეძახდა გაახსენდება. თუ ბიძინა დამინახავს ისიც გაახსენდება, რომ უცხოელ ჟურნალისტებთან მე ვიყავი პირველი, ვინც უთარგმნიდა.
რჩევასავით მივცემ მთავრობას – თანამედროვე გაგებით ეროვნული იდენტობა არის სეკულარული რელიგია, ეს ბავშვები არიან ამ სიყვარულის და პატრიოტიზმის რელიგიაში, ამათი მომრევი არავინაა, ასე წაგო ბევრმა ტირანმა.
მე ვდგავარ იქ საქართველოს ისტორიის ევროპული გადაწყვეტილების გამო და შეგიძლიათ დამიძახოთ აგენტი,“ – ამბობს კუნჭულია.