”გამოდით კრავთა დუმილიდან, მასწავლებლები ხართ, მონები ხომ არა” – ამ სიტყვებით მიმართავს სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე კოლეგა პედაგოგებს დღეს გამართული აქციიდან.
”მე მასწავლებელი ვარ, ჩამოვედი ოზურგეთიდან, რომ ვიდგე თქვენს გვერდით და გავაგონო საქართველოს ხმა. ამაღამ დავბრუნდები და ხვალ გაკვეთილებს ჩავატარებ. ხოლო ის ჩემი კოლეგა პედაგოგები, რომლებიც ხვალ გამოიძღუნკვებიან და ჩამოვლენ თავიანთი შვილების და გაზრდილი თაობის საწინააღმდეგო აქციაზე, მე ისინი მეცოდებიან. გამოდით კრავთა დუმილიდან, მასწავლებლები ხართ, მონები ხომ არა. გაქვთ ისტორიული შანსი, იდგეთ ღირსეულების მხარეს. არ დაგინახოთ ხვალ არცერთი, თორემ შეგაჩვენებთ. მერე როგორ უნდა დაბრუნდეთ უკან და შეხვიდეთ საკლასო ოთახებში, როგორ არ გრცხვენიათ? თქვენ ვის რა უნდა ასწავლოთ? ხალხნო, ჩვენს დაძახილზე 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა რუსთაველზე, ისე რომ არავის არ დაუძალებია. 100 ათასი ადამიანის უკან მათო ოჯახები და სანათესაო დგას. თქვენ ერთი კვირაა , დადიხართ და ვერ შეკრიბეთ ხალხი , ვერა. ხვალ ვინც მოვა, ნახევარი ”ოცნების” მოწინააღმდეგეა, მაგრამ დაშინებული ჰყავთ” – განაცხადა ირმა გორდელაძემ.