“მგელს, როცა ხაფანგში იჭერენ, ფეხს იღრღნის და თავისუფლდება… და როგორ იჭერენ მაიმუნს? – გოგრაში ჩაუყრიან ბრინჯს, სადაც წვრილი თათი ჩაეტევა, ბრინჯს აიღებს, მუჭას შეკრავს და წვრილი ნახვრეტიდან შეკრული მუჭი უკან ვეღარ გამოაქვს. (ალბათ, გინახავთ – ფილმებიცაა ამაზე). მაიმუნი საშინელ დღეშია, აწყდება აქეთ-იქით, გოგრა მიბმულია რაღაც ხეზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაიმუნი თათს არ ხსნის, რომ ბრინჯი დაყაროს და გაიქცეს… ესეც სახისმეტყველება არის ღმერთისაგან მოცემული… მოტივაცია აქვთ სხვადასხვა; მგლის მოტივაცია რა არის?!.. თავისუფლებაა მისი მოტივაცია, ხოლო მაიმუნის მოტივაცია რა არის? – სიხარბე, რომ ის რაღაც არ დათმოს… ისე ძლიერია ეს მოტივაცია, რომ თავისუფლებას სწირავს სიხარბეს; ხოლო მგლისათვის ისე ძლიერია მოტივაცია თავისუფლების, რომ ფეხს იღრღნის და ხეიბარი რჩება. მერე შეიძლება მშიერიც კი მოკვდეს და ვეღარც ინადიროს, მაგრამ თავისუფლებაა მისთვის მთავარი!”
– დეკანოზი თეოდორე გიგნაძე