ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშილმა გუშინ დემოკრატიული წყობილების ავტორიტარიზმით შეცვლა დააანონსა. ყოფილი ომბუდსმენი ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებაში ერთადერთი გზა შემართებით ბრძოლაა.
”გუშინ ჩვენ დაგვიანონსდა კონსტიტუციური წყიბილების შეცვლა, დემოკრატიული წყობილების შეცვლა ავტორიტარიზმით და დაგვიანონსდა საქართველოს დასავლური კურსის ცვლილება. ასე ცხადი და ნათელი ეს აქამდე არასდროს ყოფილა. ამის გააზრება საზოგადოების დიდი ნაწილზე მეტ მობილიზაციას ახდენს და მეტი შემართებით და ენერგიით ვაგრძელებთ ბრძოლას” – ამბობს ლომჯარია.