შეშინებულები არიან, სახეზე ვერ ნახეთ? სუფლიორში დაწერილ ტექსტს ვერ კითხულობდა – მთივლიშვილი

“ვერ დაგვღლის, შეგვიძლია, ოქტომბრამდე უწყვეტ პროტესტში ვიყოთ” – ამ განცხადებას გელა მთივლიშვილი აკეთებს და ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ “ენერგიას ნაადრევად ანიავებენ.

ხვალაც მოვალთ 12 საათზე, თუ ჰგონიათ, რომ შუშის რაღაცებით გაამაგრებენ და რობოკოპებით შეგვაშინებენ, ძალიან ცდებიან. ეს ქვეყანა არ გახდება არასდროს რუსეთი, თვითონ ზედ ეტყობოდათ, რომ შეშინებულები არიან და სწორადაც გრძნობენ, ვერაფერს გვიზამენ, ვერ გაარუსებენ.

არ ეტყობოდა? სახეზე ვერ ნახეთ? სუფლიორში დაწერილ ტექსტს ვერ კითხულობდა ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის თავზეც და სერგო ორჯონიკიძე და ბერბიჭაშვილიო და იმდენს შვრება, რომ მაგათ გაუსწრებს.

ვერ დაგვღლის, შეგვიძლია, ოქტომბრამდე უწყვეტ პროტესტში ვიყოთ,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share