სიკვდილის მუქარაზე შეურაცხმყოფელი ყოფილა ღირსების შელახვა, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს გარეთ – ზურიაშვილი

“სიკვდილის მუქარაზე შეურაცხმყოფელი ყოფილა ღირსების შელახვა და ამას გავდივართ ახლა,” – ეს განცხადება “პირველებთან”  “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა გააკეთა.

ნინო ზურიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ მიზანი იარლიყების მიწებება და ღირსების შელახვაა.

”ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ ყველაფერი გახადა ცხადზე ცხადი და მკაფიო – არანაირი გამჭვირვალობა აქ არაფერ შუაშია, ეს არის ცალსახად იმისთვის, რომ ჩვენ მოგვაკრან იარლიყი, ეს არის კანონი, რომელიც გვწამებს ცილს, გვაყენებს შეურაცხყოფას და გვილახავს ღირსებას, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს გარეთ, იმიტომ, რომ ეს კანონი რომ ძალაში შევა, ეს იქნება რუსეთი,“ – ამბობს ნინო ზურიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share