“ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე მხარდამჭერების აქცია უფრო მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე “ოცნების”, რომელმაც ხალხი თბილისში იძულებით და დაშინებით ჩამოიყვანა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ამ ფაქტმა ცხადყო, რომ ხელისუფლება რუსულია, პროტესტის მონაწილეები კი – ევროპელები.
”პროვოკაციაზე გუშინ არ წავიდა მოსახლეობა, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე იქ მოყვანილი ხალხია. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ეგენი რუსები. საზოგადოებას არ ვყოფ, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, ის ხალხი იქ ძალით მოიყვანეს, ამიტომ არ უსმენდნენ, არ აინტერესებდათ… ადამიანებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თქვენ გაქვთ სოციალური დახმარება, არ მიხვალთ? მოგიხსნით, მასწვალებლებს ეუბნებოდნენ გაგიშვებთ სკოლიდან და ა.შ. ასე მიყვანილი ხალხის ფასი არის ჩალის, ეს ხალხი მათ ხმასაც არ მისცემს” – ამბობს ნიკა გვარამია.