ამერიკამ რუსი ჰაკერის დასაკავებლად 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა

აშშ-მა, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა ხოროშევი დაასანქცირა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დმიტრი ხოროშევის დაკავებას.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფებამ ამერიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2000-ზე მეტ ადამიანს ჯამში 100 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოსძალა. მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა მწყობრიდან გამოიყვანა LockBit-ი, შედეგად, დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი 200-მდე პირის ვინაობა გახდა ცნობილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share