მაია სანდუ: რუსეთი თუ თავს დაგვესხმება, თავს დავიცავთ

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, ხელისუფლება ძალისხმევას მიმართავს რუსეთის აგრესიის საფრთხის მინიმუმამდე შესამცირებლად, თუმცა, მისივე თქმით, მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში მოლდოვა თავს დაიცავს.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს, მათ შორის განვახორციელებთ ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის გეგმა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რადგანაც ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი“, – განაცხადა სანდუმ.

მისი თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, მოლდოვის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი მოქალაქეების დასაცავად და მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ გვყავს არმია. გვაქვს თავდაცვის სექტორი და ჩვენ ინვესტიციებს ვაბანდებთ, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება და ჩვენ შევძლებთ ინვესტიციების დაბანდებას ეკონომიკასა და სხვა სფეროებში, და არ ვიქნებით იმ მდგომარეობაში, რომ იძულებულები ვიყოთ, ფული თავდაცვაში ჩავდოთ“, – ამბობს მოლდოვის პრეზიდენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share