„მაი აფერია“
.
ერთი ძალიან ძველი ამბავია: გურულს ცოლი ეუბნება – წაი კაძახო სამუშაოდ თვარა წახთა ყანა და მევიჯაყებითო; კაძახს უპასუხნია – მაი აფერია, კაიდა წევიდე და დაღლილზე ჯანყი დეიწყოს მოჯაყვა მაშინ ნახე შენო!
.
P.S. გალაქტიონის დღიურებიდან ჩანს, რომ პოეტი ხშირად პრობლემას ასე ვთქვათ გულს აყოლებს გურულების გამონათქვამით „მაი აფერია“ – „მეც დავხედე გაზეთს: უკანასკნელი სტრიქონები სულ შეუცვლიათ, მაგრამ „მაი აფერია“ – როგორც გურულები იტყვიან“ (გალაქტიონის დღიურიდან 1958 წელი). ამჟამად „მაი აფერია“-ს ხშირად გურულების არაგონივრული ოპტიმიზმის გამოხატულებად მიიჩნევენ. თუმცა სულ სხვა იყო ძველ დროში, ანუ როცა ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ჩაფიქრებული გურული უბრალო საყოფაცხოვრებო პრობლემის გამო თავს არ „მეიცდენდა“.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა