“საგანგებოდ ჩამოვა საფრანგეთიდან ბევრი ხალხი” – რუსთაველზე, აქციაზე ოთარ ზურაბიშვილი მივიდა

გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციაზე გასასვლელად საქართველოშ საგანგებოდ ჩამოვლენ საფრანგეთიდან – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისულმა პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.

”საგანგებოდ ჩამოვა საფრანგეთიდან ბევრი ხალხი. რუსული კანონი ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ეს არის მომზადებული მომავალი არჩევნებისთვის, რათა ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის და მომავალი თაობის ხმა. სალომე, თვითონ გეტყვით გადაწყვეტს თუ არა აქციაზე მოსვლას.’

საჭიროა ასეთი აქციები, ახალგაზრდებს ძალიან კარგად მიჰყავთ. ჩვენ უნდა შევუერთდეთ მაქსიმალურად. მე მიკვირს რატომ არ არის უფრო ხანშიშესული ადამიანები. მგონი საჭიროა და საჭირო იქნება მეტი ჩართულობა რეგიონების მიმართ, მე მგონია, რომ იქნება. 

რაც შეეხება შსს- ს დღევანდელ განცხადებას, რომ აქციის მონაწილეების მიმართ საჭროების შემთხვევაში მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, ოთარ ზურაბშვილი ამბობს, რომ ყველა მცდელობის და დაშინების მიხუედავად, ამ ტალღას ვერავინ შეაჩერებს.

ყველა მცდელობა იქნება, რომ გააჩერონ ასეთი აქციები, მაგრამ თუ ისტორიას გადავხედავთ როცა საჭირო დროა, ქართველები გამოდიან და აფიქსირებნ მათ პოზიციას და მე დარწმუნებული ვარ ასე იქნება მომავალ დღეებშიც. 

ყველასთვის ცნობილია და ყველაფერი გაშიფრულია ევროპელი ლიდერების მიერადაც. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საბოლოოდ, ან მივდივართ რუსეთისკენ, ან მივიდვართ ევროპისკენ”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share