დღევანდელ აქციას დეკანოზი გიორგი მამალაძე ესწრებოდა. კანონის გასაპროტესტებლად ის ძმასთან ერთად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, თბილისში ჩამოვიდა:
“ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ დღეს ვყოფილიყავი აქ, რადგანაც აქ ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება. ის, რომ ჩვენი შვილების ევროპულ პერსპექტივას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას საფრთხე ექმნება ფარატინა ფურცელზე დაწერილი კანონით, არ აქვს მნიშვნელობა მას რას დავარქმევთ – აგენტებს, რუსულ თუ რომელიმე სხვა სახელს, ეს კანონი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაწვეული, რადგანაც ის აშფოთებს ჩვენი ქვეყნის მეგობრებს და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. პავლე მოციქული ამბობს და გვასწავლის – ნუ დააკარგვინებთ მოთმინებას შვილებს და ჩვენ ვხედავთ, არამარტო შვილებმა, არამედ თითქმის მთელმა საქართველომ დაკარგა მოთმინება. ამიტომ, ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ გაიწვიოს ეს კანონი…
საპატრიარქომ თავისი დუმილით უახლოესი ისტორიების მანძილზე არაერთხელ დააზიანა საქართველოს ინტერესი. მე ამას ვიტყოდი და ამით შემოვიფარგლები.” – ამბობს დეკანოზი.