”ჩვენ, მომავალ ექიმებს გვიჭრიან ჰიპოკრატეს ფიცამდე მისასვლელ ყველა გზას” – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ორშაბათიდან გაფიცვას აანონსებენ. სტუდენტებმა მიმართვა უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს და ფიცი დადეს.
“ჩვენ უარს ვამბობთ ლექციებზე დასწრებაზე და ხვალიდან, ორშაბათიდან ვაცხადებთ გაფიცვას. ჩვენ, როგორც ყოველთვის, თეთრი ხალათებით ვიდგებით რუსთაველის გამზირზე თქვენ შორის, რათა თქვენთან ერთად დავიცვათ ქვეყნის ღირებულება, ღირსება, მომავალი, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ჩვენ, მომავალ ექიმებს გვიჭრიან ჰიპოკრატეს ფიცამდე მისასვლელ ყველა გზას, ამიტომ, დღეს, თსსუ-ს სტუდენტები თქვენს წინაშე, ჩვენი ქვეყნის, თანამემამულეების, მებრძოლების წინაშე ვდებთ ფიცს:
ვფიცავთ, რომ საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად, უდრეკად დავიცავთ ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობას, ვფიცავთ, რომ არაფრის ფასად დავთმობთ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავთ, რომ სიცოხლის ფასად დავიცავთ სამშობლოსა და მის ღირებულებებს. ვფიცავთ, რომ ვატარებთ გულის მჯიღად ენას, მამულს, სარწმუოებასა და ერთობას. ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას, ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს, ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში. ვფიცავთ! – ამბობენ სტუდენტები.