„მოვუწოდებთ “ოცნებას”, გააუქმოს „უცხოელი აგენტების კანონი“ – ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს „უცხოელი აგენტების კანონი“.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერი (EPP, DE), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარი მარინა კალიურანდის (S&D, ET) და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში, სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და “ოცნებას” აფრთხილებენ, რომ კანონი გამოიწვევს განხეთქილებას საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო დააზარალებს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს.

წერილში ევროპარამენტარები მოუწდოებენ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში.

ჩვენ ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღების გამო. ჩვენ დიდად იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლების და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს.

ჩვენ კვლავ ვაფიქსირებთ ჩვენს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს და დემონსტრაციებს მართავს თავისი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის. მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს. აქციის მონაწილეების მიმართ ნებისმიერი ძალადობა ან მუდმივი დაშინება არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დარღვევა და, შესაბამისად, მიუღებელია.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი მოთხოვნა. ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა ქვეყნისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას დაუყონებლივ ზეპირი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს საგარეო აგენტის კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, როგორც უკვე შემოთავაზებულია 12 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ”, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share