“ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო” – ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვა აქციის მონაწილეებს

რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმართავენ.

 

“სად მივდივართ?” – ჰკითხა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართულ ენაზე, რაზეც მათ უპასუხეს: “ევროპაში!”

“ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

 

“სა-ქართ-ვე-ლო”, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

“დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, იმის სათქმელად, რომ თქვენ არ ხართ მარტო!”, – განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share